ფეხბურთი

11:38 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" მარცხენა მცველის გარეშე დარჩა

„ნაპოლის“ მარცხენა მცველი მატიას ოლივერა დაუშავდა. ურუგვაელი ფეხბურთელი „ატალანტას“ წინააღმდეგ შეცვალეს.

ოლივერას დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, მაგრამ სავარაუდოდ, ტრავმა სერიოზულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთამერიკელი გუნდს გარკვეული პერიოდით გამოაკლდება.

იმის გათვალისწინებით, რომ ნეაპოლელთა მეორე მარცხენა მცველი მარიო რუი დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს, ოლივერას ტრავმა „ნაპოლისთვის“ დიდი დანაკლისია. „ატალანტასთან“ ის ცენტრალურმა მცველმა, ჟუან ჟეზუშმა შეცვალა. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ მარცხნივ მარჯვენა მცველმა, ალესანდრო ძანოლიმ ითამაშოს.

სავარაუდოდ, მატიას ოლივერა 2024 წლამდე ვერ ითამაშებს. დეტალურად მისი მდგომარეობა სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა.

0.131049