ფეხბურთი

1:08 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბორდომ“ მოიგო, დავითაშვილმა 85 წუთი ითამაშა

„ბორდომ“ ფრანგული ლიგა 2-ის მე-15 ტურის მატჩში სტუმრად „პარიზი“ დაამარცხა 1:2. ჟირონდელებმა ანგირიში მალევე გახსნეს, უკვე მე-7 წუთზე გაიტან ვაისბეკმა შეაგდო. თუმცა მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, მე-12 წუთზე ილან კებალმა გამოიჩინა თავი.

გამარჯვების გოლი კი სტუმრებმა 92-ე წუთზე გაიტანეს. მატჩის გმირი იოან ბარბე გახდა.

ზურიკო დავითაშვლმა ბორდოელთა შემადგენლობაში მინდორზე 85 წუთს დაჰყო და საკმაოდ აქტიური იყო. ერთ ეპიზოდში ჩინებული პასი მისცა ალბერ ტელისს, მაგრამ ამ უკანასკნელმა გატანა ვერ შეძლო.

ახლა „ბორდო“ სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-13 ადგილზეა.

0.113128