ესპანური პრიმერას მე-13 ტურში, დღეს, 25 ნოემბერს, „ბარსელონა“ მადრიდში „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრა. ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
ანგარიში მასპინძელმა უნაი ლოპესმა 39-ე წუთზე გახსნა. 82-ზე ისევ რაიოელმა ფრანგმა, ფლორიან ლეჟენმა შეაგდო, ოღონდ საკუთარ კარში.
ახლა „ბარსელონას“ 31 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. 19-ქულიანი „რაიო“ კი - მერვეზე.