ფეხბურთი

17:53 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: „ამჟამინდელი მწვრთნელებიდან ყველაზე მეტად ჩაბი ალონსო და ტიაგუ მოტა მომწონს“

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ლევერკუზენის „ბაიერის" დამრიგებლის, ჩაბი ალონსოს შესახებ აზრი გამოთქვა, რომელმაც მანამდე იტალიელი სპეციალისტის პროფესიულ თვისებებს მაღალი შეფასება მისცა.

„მადლობელი ვარ ჩაბის იმ სიტყვებისთვის. ის შთამბეჭდავი ფეხბურთელი იყო და მწვრთნელის ფანტასტიკური კარიერა აქვს, რადგან შესანიშნავი თვისებები გააჩნია. ჩაბი ერთ-ერთი სპეციალისტია, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს როგორც მწვრთნელი.

იმავე რიგში შემიძლია აღვნიშნო ტიაგუ მოტა. მას აქვს ყველა თვისება, რომ გახდეს მადრიდის „რეალის" მწვრთნელი.” - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალონსომ შესაძლოა ანჩელოტი შეცვალოს „სამეფო ლუბის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

0.115133