ფეხბურთი

14:20 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ევერტონის“ გულშემატკივრები - „კორუმპირებულები!“

„ევერტონის“ გულშემატკივრებმა ლონდონში, ინგლისის პრემიერლიგის შტაბ-ბინასთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს და გამოთქვეს უთანხმოება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გუნდს ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევისთვის ჩემპიონატში ათი ქულა ჩამოაკლეს - წერსDaily Mail.

მერსისაიდული კლუბის გულშემატკივრები პრემიერლიგის სათაო ოფისთან მივიდნენ დროშებითა და პლაკატებით, რომლებზეც ეწერა „კორუმპირებულები!"

ხაზგასმულია, რომ ეს ქმედება მხოლოდ დასაწყისია „ევერტონის“ გულშემატკივრების პროტესტისა, რომელიც დაკავშირებულია მათ უკმაყოფილებასთან ინგლისის საფეხბურთო ხელისუფლების გადაწყვეტილების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგამ შესაბამისი საჩივარი შეიტანა „ევერტონის“ წინააღმდეგ, რომელიც, დამოუკიდებელმა კომისიამ განიხილა და დაადგინა, რომ 2021/2022 წლების სეზონის დასრულებული პერიოდისთვის კლუბმა დახარჯა 124,5 მილიონი გირვანქა, რამაც გადააჭარბა დასაშვებ ზღვარს, 105 მილიონს.

თეგებიევერტონი
0.118011