ფეხბურთი

13:49 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „სიტი“ ანგრევს პრემიერლიგას, მაგრამ „ლივერპულთან“ მატჩის ადრეული დაწყება ჩვენი ბრალი არ არის“

„მანჩესტერ სიტის" თავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ირონიულად ისაუბრა „ლივერპულთან" ინგლისის პრემიერლიგის მოახლოებული მატჩის ადრეულ დასაწყისზე.

„გთხოვთ, „მანჩესტერ სიტის“ არ დააბრალოთ, ჩვენ არ ვართ ჩართული ამაში. მართალია პრემიერლიგას ვანადგურებთ, მაგრამ, იცით, ამ შემთხვევაში, მატჩის ადრეული დაწყება ჩვენი ბრალი არ არის“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს City Extra.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ მატჩი დღეს, 25 ნოემბერს გაიმართება. და თბილისის დროით 16 საათსა 30 წუთზე დაიწყება.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატჩი ადრე უსაფრთხოების მიზნით დაინიშნა, რადგან ამ გუნდებს შორის წინა თამაშების დროს მათმა გულშემატკივრებმა არასათანადო საქციელი გამოავლინეს.

0.114953