ფეხბურთი

21:16 | 24.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურში „დინამო თბილისმა“ ვერ მოიგო, რის შედეგადაც სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „დინამო ბათუმმა“ ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.

„დინამო თბილისი“ ქუთაისში „ტორპედოს“ ეწვია და მარცხდებოდა, საბოლოოდ ქულა მოიპოვა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. ლაშა შერგელაშვილის და გიორგი არაბიძის გოლებით სტივ კინის გუნდი 2:0 დაწინაურდა. მატჩის მიწურულს ანდრეს კარასკოს გუნდმა ზორან მარუშიჩის დუბლით ანგარიში გაათანაბრა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე კი სტუმრებს მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ მეკარემ „ტორპედო“ გადაარჩინა.

პარალელურად, „დინამო ბათუმმა“ „თელავს“ შინ ლამაზი გოლებით 3:0 მოუგო. ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა ანგარიში, გიორგი ზარიამ სხვაობა გაზარდა, ხოლო ბოლო წუთზე ცოტნე ფაცაციამ სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა, რადგან მეტოქის კარი დაახლოებით 65 მეტრიდან დალაშქრა. ეს გოლი ჩემპიონობის გაფორმების შესაფერისი იყო. ანდრეი დემჩენკომ მისია შეასრულა და „დინამო ბათუმი“ გააჩემპიონა, რაც ამ გუნდის ისტორიაში მეორე საჩემპიონო ტიტულია.

„დინამო თბილისს“ თავის მხრივ მეორე ადგილში ვერავინ შეეცილება, ხოლო „ტორპედო“ მესამე ადგილზეა, მაგრამ პოზიციის შესანარჩუნებლად ბოლო ორ ტურში ბრძოლა მოუწევს.

„ტორპედო“ – „დინამო თბილისი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 შერგელაშვილი (39), 2:0 არაბიძე (58), 2:1 მარუშიჩი (80), 2:2 მარუშიჩი (90)

„დინამო ბათუმი“ – „თელავი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბიძინაშვილი (24), 2:0 ზარია (54), 3:0 ფაცაცია (90)

0.112653