რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იტალიური ფეხბურთის მესვეურები გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, მხოლოდ ინგლისური ფეხბურთია მდგრადი, იტალიაში კი გულშემატკივრების ინტერესს არ ითვალისწინებენ.
„ერთადერთი მდგრადი ფეხბურთი, მხოლოდ ინგლისშია. ყველაზე ტრადიციული, სადაც შაბათ საღამოს ტელევიზორში ფეხბურთის მატჩი არ არის, რადგან ხალხი პატარა კატეგორიის სტადიონებზეც კი იკრიბება. ასოციაციის თასის ფინალი ყველაზე ყურებადი მატჩია ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ და 100 წელზე მეტია ამ ფინალს „უემბლიზე“ ატარებენ, არა საუდის არაბეთში, როგორც ესპანელები და იტალიელები. რაღაცას ნიშნავს ხომ? ფეხბურთი ემოციური სპორტია, ტელევიზორში ფეხბურთის ყურება ყველაზე სასურველი არ არის. ემოციას ინარჩუნებს ბავშვი, რომელიც სტადიონზე მიდის, მაგრამ თუ მხოლოდ მიმოხილვებს უყურებს ახალი თაობა, ფეხბურთს მომავალი არ აქვს.
იტალიაში შეგვიძლია სულ მცირე, პატარა საქმეებით დავიწყოთ. მაგალითად ზაფხულის ტურნეებზე უარი ვთქვათ და იტალიის თასი აგვისტოში ჩავატაროთ, თუნდაც დიდი გუნდების მონაწილეობით, ვაიძულოთ ისინი, რომ სერია C-ს გუნდებთან სტუმრად ითამაშონ, რომლებიც ამით ფულს გამოიმუშავებენ, რაც საარსებოდ სჭირდებათ. რატომ არ შეიძლება „იუვენტუსი“ კამპობასოში წავიდეს? იტალიის თასი არის საიდუმლო ტურნირი, რომელიც მორგებულია სატელევიზიო აუდიტორიას, მაგრამ ეს არ არის ფეხბურთი, ფეხბურთია, როდესაც „ბაიერნი“ მესამე ლიგის გუნდთან მარცხდება“, - თქვა სარიმ.