ბერგამოს „ატალანტას“ მცველმა სეად კოლაშინაჩმა „ნაპოლისთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველის წინააღმდეგ დაცვაში კომპაქტურად უნდა ითამაშონ.
„კვარაცხელიას შეჩერება კომპაქტური დაცვით არის შესაძლებელი. სწორად უნდა წავიკითხოთ შეტევები და სივრცეები არ დავუტოვოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას ზიანის მოყენება შეუძლია. თუმცა, თავს თუ ერთად დავიცავთ, ძნელი იქნება ჩვენთვის გოლის გატანა“, - თქვა კოლაშინაჩმა.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 25 ნოემბერს გაიმართება.