ყაზახური „ჟენისის“ მთავარ მწვრთნელად ლევან კორღალიძე დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ქართველი სპეციალისტის დებიუტი 5 დეკემბერს, თურქულ შეკრებაზე შედგება, სადაც „ჟენისი“ ახალი სეზონისთვის მოემზადება. „ჟენისი“ 2024 წლის სეზონს ყაზახეთის პრემიერლიგაში გაატარებს, რომლის დებიუტანტი იქნება.
ლევან კორღალიძეს აქამდე „ლოკომოტივისა“ და „საბურთალოს“ მწვრთნელად უმუშავია.