სხვა

0:30 | 23.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ვეკუას ორი ბრინჯაო 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (U20) საქართველოს ნაკრებიდან გურამ ვეკუამ (102 კგ.) იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით ატაცში 152 / 157 / 160 კილოგრამი დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.

ვეკუამ აკვრაში დაძლეული 193 / 196 / 198 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგივე ხარისხის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 358 კილოგრამითაც.

0.11567