„პარი სენ-ჟერმენმა“ ლისაბონის „ბენფიკადან“ გონსალო რამოში გამოისყიდა. ინფორმაცია პარიზული კლუბის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.
რამოში პსჟ-მ ჯერ იჯარით დაიმატა, მაგრამ მისი გამოსყიდვა პარიზელებმა სწრაფად გადაწყვიტეს. ტრანსფერის საერთო საფასურმა 80 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც 65 მილიონი „ბენფიკამ“ მიიღო, ხოლო 15 მილიონი ბონუსის სახით დაემატება. პორტუგალიელმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
გონსალო რამოშმა მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენში“ 15 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, ორივე „მარსელის“ წინააღმდეგ.