ფეხბურთი

13:46 | 22.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩხუბი და არგენტინის მოგება "მარაკანაზე": ბრაზილია ზედიზედ მესამედ დამარცხდა

ბრაზილიის ნაკრები კრიზისშია, რომელმაც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, ბოლო ოთხ თამაშში კი მხოლოდ ქულა მოიპოვა (წაგებებამდე იყო ფრე შინ ვენესუელასთან).

ბრაზილია ამჯერად „მარაკანაზე“ არგენტინის ნაკრებთან დამარცხდა. ნიკოლას ოტამენდიმ მეორე ტაიმის შუაში გაიტანა გამარჯვების გოლი. მატჩს წინ დიდი ინციდენტები უძღოდა. დაპირისპირება ორივე ნაკრების ფანებს და პოლიციას შორის. ფანები პოლიციელებმა არ დაინდეს და სცემეს, საქმეში ემილიანო მარტინესიც ჩაერთო, რომელიც არგენტინელ გულშემატკივრებს იცავდა...

არგენტინა 15 ქულით ლიდერია, ხოლო ბრაზილიას 6 ტურში მხოლოდ 7 ქულა აქვს (2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება) და მეექვსე ადგილზეა. მოიგო ურუგვაიმ იოლად ბოლივიასთან, ისევ არ წააგო ვენესუელამ, ხოლო კოლუმბია ერთადერთია, რომელიც დაუმარცხებელია კონმებოლის შესარჩევში.

ბრაზილია - არგენტინა 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ოტამენდი (63)

პარაგვაი - კოლუმბია 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბორე (11)

ეკვადორი - ჩილე 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 მენა (21)

ურუგვაი - ბოლივია 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ნუნიესი (15), 2:0 ვილამილი (39. ა.გ), 3:0 ნუნიესი (71)

პერუ - ვენესუელა 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 იოტუნი (17), 1:1 სავარინო (54)

1 არგენტინა 6 5 0 1 8 2 6 15
2 ურუგვაი 6 4 1 1 13 5 8 13
3 კოლუმბია 6 3 3 0 6 3 3 12
4 ვენესუელა 6 2 3 1 6 3 3 9
5 ეკვადორი 6 3 2 1 5 3 2 8
6 ბრაზილია 6 2 1 3 8 7 1 7
7 პარაგვაი 6 1 2 3 1 3 -2 5
8 ჩილე 6 1 2 3 3 7 -4 5
9 ბოლივია 6 1 0 5 4 14 -10 3
10 პერუ 6 0 2 4 1 8 -7 2
0.114846