ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა „ორლანდო მეჯიქმა“. გოგა ბითაძის გუნდი „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს საკმაოდ სოლიდური სხვაობით - 126:107 აჯობა.
ქართველმა ცენტრმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 30:58 წუთი გაატარამ რა დროშიც საკუთარ გუნდს: 5 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა და 5 დაფარება შესძინა.
გოგამ 6-დან 2 სროლა გამოიყენა, საიდანაც 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია. მან 1 პერსონალური ფოლი მიიღო, +- მაჩენებელი კი +9 ჰქონდა.
ყველაზე შედეგიანი „ორლანდოს“ ფორვარდი პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, ხოლო „ტორონტოდან“ 24 ქულით და თითო მოხსნა-პასით დენის შროდერი გამოირჩა.
„ორლანდო მეჯიქს“ 9 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და აღნოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. გოგა და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 23 ნოემბერს, „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.