ფეხბურთი

12:24 | 22.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი საბერძნეთში ტექნოლოგიის არარსებობაზე: "უეფას ბევრი ფული აქვს და მეტი უნდა გააკეთოს"

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საფრანგეთი სტუმრად საბერძნეთს დაუზავდა (2:2), მაგრამ გამარჯვება დაიმსახურა, რადგან ბოლო წუთზე გოლი გაიტანა, რომელიც მსაჯებმა ვერ შეამჩნიეს.

კინგსლი კომანის აქტიურობის შემდეგ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, რაც მსაჯებმა ვერ შეამჩნიეს, საბერძნეთში კი Goal Line Technology-ს მოწყობილობა არ ჰქონდათ, შესაბამისად, კარის ხაზის გადაკვეთა ავტომატურად არ დაფიქსირდა.

მატჩის შემდეგ უეფა ანტუან გრიზმანმა გააკრიტიკა: „რა დაგვაკლდა საკვალიფიკაციო ეტაპის მაქსიმალური ქულებით დასასრულებლად? Goal Line Technology! უეფას ბევრი ფული აქვს და მიუხედავად ამისა, ვერ გაუგიათ გოლი გავიდა თუ არა. თუ მათ უნდათ ბევრი თამაში ვითამაშოთ, მეტი უნდა გააკეთონ“, - თქვა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ქულები მხოლოდ საბერძნეთის წინააღმდეგ დაკარგა.

0.117635