კალათბურთი

2:09 | 22.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 9 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

„ლენოვო ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „დარუშაფაქას“ უმასპინძლა, რომელიც 72:63 დაამარცხა, თუმცა გამარჯვება გაუჭირდა.

ესპანელებმა გარდამტეხი უპირატესობა მეოთხე პერიოდში მოიპოვეს (22:12), რაც გადამწყვეტი გამოდგა.

გიორგი შერმადინმა 16 წუთში საკუთარ გუნდს 9 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 7 აღმოჩნდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 3 გამარჯვებით და 1 მარცხით ჯგუფს ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 5 დეკემბერს, „რიგას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.12282