კალათბურთი

23:29 | 21.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენმა "მურსია" დატოვა

თად მაკფადენი „მურსიაში“ აღარ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა კლუბს კონტრაქტის გაწყვეტა თავად მოსთხოვა.

მაკფადენი უკმაყოფილო იყო ბოლო პერიოდში სათამაშო დროის შეზღუდვით, რის გამოც წასვლა ამჯობინა. თადი „მურსიაში“ 2021 წლიდან გამოდიოდა და 86 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ თად მაკფადენი საქართველოს ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს. მის კარიერაში არაერთი გუნდი იყო, მათ შორის, „აპოელი“, ლარნაკას აეკ-ი, „ტენერიფე“ და „ბურგოსი“.

0.115032