ფეხბურთი

19:33 | 21.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშა

საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ დაბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა გუნდის ახალი მწვრთნელი ვალტერ მაძარი გაიცნო, რომლის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშა.

კვარას გარდა, „აძურის“ სანაკრებო შეკრებიდან იენს კაიუსტე და ლეო ოსტიგორი დაუბრუნდნენ, ბაზაზე ასევე ელოდებიან ჯოვანი დი ლორენცოს.

ვიქტორ ოსიმენი ჯერჯერობით, ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იქნება თუ არა, „ატალანტასთან“ მატჩისთვის ხელმისაწვდომი, უახლოეს დღეებში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „ატალანტას“ 25 ნოემბერს, სტუმრად დაუპირისპირდება.

0.114947