ფეხბურთი

17:30 | 21.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

საქართველომ მანამდე ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა და ელიტ-რაუნდში გასვლა მოახერხა, ხოლო ესპანეთს ჯგუფში პირველი ადგილისთვის გაეჯიბრა. თუმცა, მეორე ნახევარში სტუმრებმა 4 უპასუხო გოლი გაიტანეს და იოლად მოიგეს.

ესპანეთმა ჯგუფში 9 ქულა დააგროვა, საქართველომ 6 და ორივე ელიტ-რაუნდში ითამაშებს, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება. ელიტ-რაუნდში 7 ოთხგუნდიანი ჯგუფი შედგება, რომლის გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ, რომელიც 2024 წლის ივლისში ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება.

საქართველო - ესპანეთი 0:4 (0:0)

გოლები: 0:1 როდრიგესი (53), 0:2 გასიოროვსკი (58), 0:3 კარვალიო (85), 0:4 სენჰაჯი (86)

0.119099