საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ, საფრანგეთის ლიგა 1-ში ფეხბურთის დონე გააკრიტიკა.
„ეს არ ეხება მხოლოდ გოლების ნაკლებობას, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატს მოსაწყენს ხდის. ფაქტია, რომ აქ არ არის საინტერესო მოქმედებები, არ არის ხშირი დარტყმები მიზანში“, - ციტირებს ანრის სიტყვებს Sportskeeda.
საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო 17 მატჩში მხოლოდ 25 გოლი გავიდა და აქედან 9 თამაშში გუნდებმა ერთი გოლის მეტი ვერ გაიტანეს. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის დაწყებიდან მხოლოდ ორმა გუნდმა შეძლო ჩემპიონატში 17-ზე მეტი გოლის გატანა (პსჟ-მა 29 და „მონაკომ“ 25).
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის 12 ტურის შემდეგ პსჟ 27 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. „ნიცა“ მას ერეთი ქულით ჩამორჩება, მონაკო 24 ქულით მესამე ადგილზეა.