„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა, ჟერარ პიკემ, კატალონიელი ნახევარმცველის გავის ტრავმაზე ისაუბრა.
„ძალიან არ გაუმართლა. ახლა ის ცოტა ხნით გაჩერდება, ეს ძალიან გულდასაწყვეტია და ამაში დადებითი არაფერია. მაგრამ არ უნდა აჩქარდეს. მის ადგილზე მეც ვიყავი. მესმის, უნდა სწრაფად დაბრუნდეს. დარწმუნებული ვარ, ახლა უყურებს კალენდარს და ფიქრობს, როგორ მოხვდეს თამაშებზე ან ევროპის ჩემპიონატზე. მაგრამ ვურჩევდი, დაბრუნდეს, როცა ჯანმრთელი იქნება, რადგან წინ კიდევ ხანგრძლივი კარიერა ელის.“ - ციტირებს პიკეს სიტყვებს AS.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოსთან შესარჩევ მატჩში (3:1) გავიმ მუხლის ჯვარედინი ლიგატი და გვერდითი მენისკი დაიზიანა. 19 წლის ნახევარმცველს უახლოეს მომავალში ოპერაცია ჩაუტარდება.