ფეხბურთი

11:49 | 21.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: „მთავარია გერმანიის საგზური მოვიპოვეთ“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, უკრაინასთან ევროშესაჩევი მატჩის შემდეგ (0:0), ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„ბევრი ლაპარაკი მოვისმინე, რომ იტალია ევროზე გავიდა, მაგრამ შიშით. მე ასე არ მიმაჩნია. ამ საქმეს დავთანხმდი, რათა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გამეყვანა. და ეს გავაკეთე.

უკრაინასთან თამაშში ჩემი ფეხბურთელების მოქმედება მომეწონა. უკრაინამაც კარგად შეასრულა თავისი საქმე. ეს მატჩი სრულიად განსხვავდებოდა ჩვენი წინა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული შეხვედრისგან, რომელიც 5:2 მოვიგეთ. მთავარია გერმანიის საგზური მოვიპოვეთ. “, - ციტირებს სპალეტის სიტყვებს უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ იტალიელები ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან.

0.119016