იტალიის სერია A-ს მერვე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშა“ 88:76 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი თორნიკე შენგელია იყო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა: შენგელიამ 26 წუთში 26 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 11-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება დაიმსახურა.
„ვირტუს ბოლონია“ 7 მოგებით და 1 წაგებით სერია A-ში პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 ნოემბერს, სტუმრად „ბრინდიზის“ დაუპირისპირდება.