ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში ბოლო ტური ფორმალობა იყო, რომელშიც მხოლოდ ის გაირკვა, რომ ბელგიამ პირველი ადგილი დაიკავა.
„წითელმა ეშმაკებმა“ საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანი 5:0 გაანადგურეს. პირველივე ტაიმში პოკერი შეასრულა რომელუ ლუკაკუმ. ამრიგად, ბელგიამ ავსტრიას აჯობა და პირველი ადგილით დაასრულა გამოსვლა. თუმცა, ეს ავსტრიელთა განწყობას არ გააფუჭებს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ისინიც იასპარეზებენ.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში შვედეთმა ესტონეთს 2:0 მოუგო.
ბელგია - აზერბაიჯანი 5:0 (4:0)
გოლები: 1:0 ლუკაკუ (17), 2:0 ლუკაკუ (26), 3:0 ლუკაკუ (30), 4:0 ლუკაკუ (37), 5:0 ტროსარი (90)
შვედეთი - ესტონეთი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 კლაესონი (22), 2:0 ფორსბერგი (55)
1. | ბელგია | 8 | 6 | 2 | 0 | 22 | 4 | 18 | 20 |
2. | ავსტრია | 8 | 6 | 1 | 1 | 17 | 7 | 10 | 19 |
3. | შვედეთი | 8 | 3 | 1 | 4 | 14 | 12 | 2 | 10 |
4. | აზერბაიჯანი | 8 | 2 | 1 | 5 | 7 | 17 | -10 | 7 |
5. | ესტონეთი | 8 | 0 | 1 | 7 | 2 | 22 | -20 | 1 |