ფეხბურთი

22:29 | 19.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია: "კარიერის დასრულება? კოპა ამერიკის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას"

არგენტინელმა ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას 2024 წლის კოპა ამერიკის შემდეგ დაასრულებს.

„ბენფიკას“ ვეტერანი შემტევი არ გამორიცხავს, რომ ამ ტურნირის მერე საფეხბურთო კარიერა საერთოდაც დაასრულოს. ანხელი ახლა მხოლოდ მიმდინარე სეზონსა და კოპა ამერიკაზე ფიქრობს:

„დიახ, უკვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის შემდეგ დავტოვო. ზოგადად, თამაში მინდა მინიმუმ 1 წელი გავაგრძელო, „ბენფიკასთან“ კონტრაქტი კოპა ამერიკამდე მაკავშირებს, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - თქვა დი მარიამ.

0.115508