ძიუდო

21:53 | 19.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გერმანიის ქალაქ პოტსდამში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდე ძიუდოისტებს შორის, სადაც დღეს გუნდური პირველობა გაიმართა.

საქართველოს ვაჟთა და გოგონების შერეულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

ქართველები ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაერთნენ, სადაც ნიდერლანდების ნაკრებთან ბრძოლაში 3:4 წააგეს და რეპეშაჟში გადავიდნენ, სადაც ავსტრიას 4:2 აჯობეს. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი 4:1 დაამარცხა და გამოსვლა კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე საქართველომ ინდივიდუალურ პირველობაში 5 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.

0.116414