სერბეთის ნაკრები ევრო 2024-ზე ითამაშებს, რაც პირველად მოხდება. საქმე ისაა, რომ სერბებმა ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე 2000 წელს ითამაშეს, ჯერ კიდევ იუგოსლავიის შემადგენლობაში.
შესაძლოა, უცნაურია, მაგრამ ასეა - სერბეთი აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე გადიოდა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას კი ვერ ახერხებდა.
დრაგან სტოიკოვიჩის გუნდმა ამჯერად ნავსი გატეხა და G ჯგუფში 14 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. სერბეთს ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ბულგარეთთან ფრეც ეყო, რადგან მისი კონკურენტი მონტენეგრო უნგრეთთან დამარცხდა.
ევრო 2024-ის საგზური მასპინძელი გერმანიის გარდა, უკვე მოიპოვეს პორტუგალიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, ბელგიამ, ესპანეთმა, ავსტრიამ, შოტლანდიამ, თურქეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ალბანეთმა, დანიამ, შვეიცარიამ, რუმინეთმა, ნიდერლანდებმა და სერბეთმა.
კიდევ 3 მონაწილე საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო დღეს, 20 ნოემბერს გაირკვევა (იტალია ან უკრაინა, სლოვენია ან ყაზახეთი, ჩეხეთი ან მოლდოვა), ხოლო ბოლო 4 საგზური მარტში, პლეი-ოფში გათამაშდება, სადაც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს.
სერბეთი - ბულგარეთი 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 ველიკოვიჩი (17), 1:1 რუსევი (59), 1:2 დესპოდოვი (69), 2:2 ბაბიჩი (82)
უნგრეთი - მონტენეგრო 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 რუბეჟიჩი (36), 1:1 სობოსლაი (67), 2:1 სობოსლაი (68), 3:1 ნაგი (90)
1. | უნგრეთი | 8 | 5 | 3 | 0 | 16 | 7 | 9 | 18 |
2. | სერბეთი | 8 | 4 | 2 | 2 | 15 | 9 | 6 | 14 |
3. | მონტენეგრო | 8 | 3 | 2 | 3 | 9 | 11 | -2 | 11 |
4. | ლიეტუვა | 8 | 1 | 3 | 4 | 8 | 14 | -6 | 6 |
5. | ბულგარეთი | 8 | 0 | 4 | 4 | 7 | 14 | -7 | 4 |