ნიკოლოზ ბასილაშვილი ვალენსიის ჩელენჯერის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. ქართველი ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.
პირველივე წრეში ბასილაშვილი უკრაინელ ოლექსეი კრუტიხთან ორ სეტში, 2:6, 2:6 დამარცხდა. ამრიგად, ძირითად ბადეში მოსახვედრად ბრძოლა ვერ გააგრძელა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში 496-ე ადგილზეა.