ფეხბურთი

2:41 | 19.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში თურქეთთან დამარცხდა

გერმანიისა და თურქეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი დასრულდა. გუნდები ბერლინში „ოლიმპიაშტადიონზე“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მასპინძელი გერმანია თურქეთთან 2:3 დამარცხდა.

შეხვედრის დასაწყისშივე, მეხუთე წუთზე, მასპინძელმა კაი ჰავერცმა გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე ფერდი კადიოღლუმ გაათანაბრა.

პირველი ნახევრის მიწურულს, 45+2 წუთზე, ქენან ილდიზმა თავისი გუნდის მეორე გოლი გაიტანა და თურქეთი დააწინაურა.

შესვენების შემდეგ, დასაწყისშივე, 49-ე წუთზე ნიკლას ფიულკრუგმა კვლავ გაათანაბრა ანგარიში. მაგრამ 70-ე წუთზე გერმანელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც იუსუფ სარიმ ზუსტად დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:3 თურქების სასარგებლოდ.

0.117452