ფეხბურთი

11:33 | 19.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

დაჩი ლორთქიფანიძე: "ესპანეთთან ჩვენი გუნდისთვის თავს დავდებთ და ყველაფერს გავაკეთებთ"

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

მოლდოვასთან გამარჯვების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და ფეხბურთელმა, დაჩი ლორთქიფანიძემ ისაუბრეს.

ვასილ მაისურაძე: „ვიცოდით, რომ პირველ მატჩთან შედარებით, ეს უფრო რთული თამაში იქნებოდა, ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა ყველა ასპექტში, რომელიც თავიდან ბოლომდე შევისწავლეთ. ვაკონტროლებდით თამაშის დინამიკას“.

დაჩი ლორთქიფანიძე: „ჩვენთვის ძალიან რთული თამაში იყო, იმიტომ, რომ მოგება გვჭირდებოდა. აუცილებელი იყო ამ ორ შეხვედრაში გამარჯვება, რადგან მესამე მატჩი ესპანეთთან გვაქვს, რომელიც ძალიან რთული იქნება. ახლა შეგვიძლია უფრო წყნარად ვეთამაშოთ ესპანეთს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ და თავს დავდებთ ჩვენი გუნდისთვის“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში უკვე გავიდა, ისევე როგორც ესპანეთი, რომლებიც ერთმანეთს ბოლო ტურში 21 ნოემბერს შეხვდებიან და პირველი ადგილის ბედს გაარკვევენ.

0.135151