„ტოტენჰემი" აგრძელებს „სანდერლენდის“ ნახევარმცველზე, ჯობ ბელინგემზე დაკვირვებას - გვამცნობს Football Insider.
„დეზების“ ხელმძღვანელობა აფასებს ახალგაზრდა ნახევარმცველის ნიჭსა და პერსპექტივებს. ლონდონურმა კლუბმა 18 წლის ფეხბურთელის შეძენა ერთ-ერთ მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას გადაწყვიტა.
მიმდინარე სეზონში ჯობ ბელინგემმა „სანდერლენდში“ 17 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. არ არსებობს ინფორმაცია ნახევარმცველის მიმდინარე კლუბთან კონტრაქტის ხანგრძლივობის შესახებ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ბელინგემ უმცროსის მიმართ მადრიდის „რეალის“ ინტერესის შესახებ.