ფეხბურთი

21:53 | 18.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ალ იტიჰადს“ მარსელო გალიარდო უხელმძღვანელებს

არგენტინული „რივერ პლეიტის“ ყოფილი მწვრთნელი, მარსელო გალიარდო, მალე „ალ-იტიჰადს“ უხელმძღვანელებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, არგენტინელმა სპეციალისტმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება საუდურ კლუბთან. მომავალი კვირის ბოლოს მას ოფიციალურად წარადგენენ.

გალიარდო საუდის არაბეთის გუნდს 2025 წლის ივნისის ბოლომდე გაწვრთნის, ხელშეკრულების 2027 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების პერსპექტივით.

47 წლის სპეციალისტს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორ გუნდთან უმუშავია - ურუგვაულ „ნასიონალთან“ და არგენტინულ „რივერ პლეიტთან“. ამ უკანასკნელს გალიარდო რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით „რივერმა“ 13 ჯილდო მოიგო, მათ შორის გახდა არგენტინის ჩემპიონი და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული (ორჯერ).

0.123727