ფეხბურთი

10:28 | 18.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "კვარაცხელიას "ემპოლისთან" რომ გაეტანა, მაშინ რა მოხდებოდა?"

ფიფას აგენტმა გაეტანო ფედელემ „ნაპოლიზე“ ისაუბრა. როგორც მან თქვა, რუდი გარსიას გათავისუფლება დაგვიანებული იყო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას „ემპოლისთან“ ბოლო წუთზე გოლი რომ გაეტანა, შეიძლება ფრანგი არც გაეთავისუფლებინათ.

„გარსიასთან ჩვენ ვნახეთ სრულიად განსხვავებული „ნაპოლი“, ვიდრე წარსულში იყო. ალბათ, გათავისუფლება დაგვიანებული იყო, ვინ იცის, რა მოხდებოდა, კვარას „ემპოლისთან“ გოლი რომ გაეტანა, მაგრამ ფრანგ მწვრთნელს გუნდი დაკარგული ჰყავდა.

ახლა სიტუაცია გართულდა, მაძარის დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ახლა „ატალანტას“, „რეალს“, „ინტერს“ და „იუვეს“ ვეთამაშებით, ეს ერთი თვე „ნაპოლისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - თქვა ფედელემ.

0.134673