ალბანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. სილვინიოს გუნდმა კიშინიოვში, მოლდოვას ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშა, რაც საკმარისი გამოდგა.
ალბანეთს 7 ტურში 14 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ლიდერია, ბოლო ტურში ფარერებს ეთამაშება და პირველ ადგილს დაიკავებს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში უკვე გასულია ევრო 2024-ზე.
ალბანეთმა ისტორიაში მეორედ მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, პირველად ეს 2016 წელს შეძლო, როცა ჯგუფურ ეტაპზე ერთი თამაშიც მოიგო.
მოლდოვას ნაკრებსაც აქვს ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი, რადგან 10 ქულა აქვს და 7 ტურში მხოლოდ ერთხელ წააგო.
ევრო 2024-ის საგზური მასპინძელი გერმანიის გარდა, უკვე მოიპოვეს პორტუგალიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, ბელგიამ, ესპანეთმა, ავსტრიამ, შოტლანდიამ, თურქეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ალბანეთმა.