ფეხბურთი

17:41 | 17.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში "ევერტონს" 10 ქულა დააკლეს

პრემიერლიგამ ლივერპულის „ევერტონს“ 10 ქულა დააკლო. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ევერტონს“ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესის დარღვევის გამო დააკისრეს საკმაოდ მძიმე სანქცია. შედეგად, შონ დაიჩის გუნდს, რომელმაც 14 ქულა ჰქონდა მოპოვებული, 4 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში ბოლო ორ პოზიციას „ბარნლისთან“ ერთად იყოფს.

„ევერტონი“ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და კლუბის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

0.115255