ფეხბურთი

13:59 | 17.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის დაუმარცხებელი სერია შეწყდა, ბრაზილიამ ზედიზედ მეორედ წააგო

არგენტინის ნაკრების 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი შინ ურუგვაისთან დამარცხდა.

რონალდ არაუხომ და დარვინ ნუნიესმა „ალბისელესტეს“ კარში თითო ტაიმში თითო უპასუხო გოლი გაიტანეს. ურუგვაიმ 2:0 მოიგო და ეს იყო არგენტინის პირველი მარცხი 2016 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე, ხოლო ასევე პირველი წაგება ყველა ტურნირზე 2022 წლის მუნდიალის შემდეგ, როცა საუდის არაბეთმა აჯობა.

სხვათა შორის, ურუგვაიმ ბოლო ორ მატჩში ერთნაირად, 2:0 აჯობა ჯერ ბრაზილიას და ახლა არგენტინას. 1960 წლის შემდეგ პირველად „სელესტემ“ ერთ წელიწადში დაამარცხა, როგორც ბრაზილია, ისე არგენტინა. ამ მატჩში იყო ფეხბურთელებს შორის ჩხუბში, ყველაზე მეტად ლიონელ მესი აქტიურობდა.

ზედიზედ მეორედ წააგო ბრაზილიის ნაკრებმა, რომელიც გაბრიელ მარტინელის გოლით სწრაფადვე გავიდა წინ კოლუმბიასთან, მაგრამ მეორე ტაიმში ლუის დიასმა დუბლი შეასრულა და - 2:1.

5 ტურის შემდეგ კონმებოლის ზონას 2026 წლის შესარჩევ ციკლში არგენტინა 12 ქულით ლიდერობს, ურუგვაის 10 ქულა აქვს, კოლუმბიას 9, ვენესუელას 8, ხოლო ბრაზილიას 7 და მხოლოდ მეხუთე ადგილზეა. სხვათა შორის, ეკვადორს 3 ქულა დააკლეს და 5 ქულა შერჩა ცხრილში, თორემ ისე, მოედანზე 8 ქულა მოიპოვა.

არგენტინა - ურუგვაი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 არაუხო (41), 0:2 ნუნიესი (87)

კოლუმბია - ბრაზილია - 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 მარტინელი (4), 1:1 დიასი (75), 2:1 დიასი (79)

ვენესუელა - ეკვადორი 0:0 (0:0)

ჩილე - პარაგვაი 0:0 (0:0)

ბოლივია - პერუ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვაკა (20), 2:0 ვაკა (87)

0.117734