საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა შოტლანდიასთან მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობდა.
"თითოეული ჩვენგანი ცდილობდა, რომ მაქსიმუმი ჩაედო ამ თამაშში, რაც გამოგვივიდა. მატჩი 2:2 დასრულდა, თუმცა შეგვეძლო მოგება და გულშემატკივრის გახარება. ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატო, როგორც მე, ისე მთლიანად ნაკრებმა", - თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით ორჯერ ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ, ქულას დასჯერდა (2:2). ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს დაასრულებს, სადაც ამჟამად 7 მატჩში 8 ქულა აქვს მოპოვებული.