ფეხბურთი

23:59 | 16.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიის მწვრთნელი: "კვარაცხელია ჯადოსნური ფეხბურთელია, შედეგით კმაყოფილი ვარ"

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა საქართველოსთან მატჩის (2:2) შემდეგ პრესკონფერნეციაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და შედეგით კმაყოფილია.

„როდესაც თამაშს ვერ იგებ, ფრეც კარგი შედეგია. საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, ხვიჩა კვარაცხელიამ მაგარი გოლები გაიტანა და მაღალი დონს ფეხბურთელია. ამიტომ, ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა მოედანზე აჩვენა გამძლეობა და პირველ რიგში, ხასიათი, ამიტომ, შედეგით უკმაყოფილო არ ვარ. გარდა ამისა, თბილისში აქამდე გოლიც არ გვქონდა გატანილი, შესაბამისად, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ უკმაყოფილო ვიყო.

მეტოქის ფეხბურთელების პროვოკაციები? ყველა მატჩში მზად უნდა იყო იმისთვის, რომ მეტოქე მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს, ამიტომაც, უნდა გვახსოვდეს, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ. როდესაც გუნდი იგებს, ყველაფერს აკეთებს ანგარიშის შესანარჩუნებლად. დიახ, ქართველი ფეხბურთელები მოედანზე ხშირად იწვნენ, მაგრამ ეს არის თანამედროვე ფეხბურთის შემადგენელი ნაწილი და ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პრობლემას ვერ ვხედავ.

ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები მესამე კალათის გუნდია და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი პლეი-ოფში ექნება. თქვენ ხვიჩა კვარაცხელიას სახით ჯადოსნური ფეხბურთელი გყავთ, ვილი სანიოლიც კარგი მწვრთნელია, შესაბამისად, ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია“, - თქვა კლარკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 7 მატჩში 8 ქულა აქვს მოპოვებული (2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება) და თბილისში პირველად ვერ დაამარცხა შოტლანდია (მესამე ჯერზე). ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს, რომლითაც 2023 წელს და საკვალიფიკაციო ეტაპსაც დაასრულებს, 19 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს. მერე კი მარტი და ევრო 2024-ის პლეი-ოფია...

0.241868