ფეხბურთი

19:45 | 16.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებების ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეშვიდე შეხვედრას ჩაატარებს და შოტლანდიას უმასპინძლებს.

მატჩის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია, რომლებიც ასეთია:

მამარდაშვილი; კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი; შენგელია, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი; ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

შოტლანდია: კლარკი; პატერსონი, პორტეუსი, მაკენა, ტეილორი; გილმორი, მაკგრეგორი, მაკტომინეი; მაკგინი, დაიკსი, კრისტი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და შოტლანდიის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო 19 ნოემბერს, ვალიადოლიდში, ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთს ესტუმრება (23:45), რითაც საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას დაასრულებს, სადაც ამჟამად 7 ქულა აქვს მოპოვებული.

0.124502