მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ, 2023/2024 წლების სეზონში „ნაპოლის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოსვლაზე ისაუბრა.
„ხვიჩა ამ სეზონში კარგად თამაშობს, მას მხოლოდ მოქმედების გაუმჯობესება შეუძლია. კვარაცხელიას თვალს ვადევნებ, კარგ ფორმაშია. უბრალოდ, „ნაპოლი“ ახლა ცუდად თამაშობს, ეს არის მთელი პრობლემა. საქმე ხვიჩაზე კი არა, გუნდზეა. როდესაც მწვრთნელი იცვლება, ყოველთვის პრობლემაა - თამაშის განსხვავებული სტილი. მწვრთნელი რომ არ შეცვლილიყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა“, - ციტირებს ჯანაშიას სიტყვებს www.championat.com.
მიმდინარე სეზონში 22 წლის კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. „ნაპოლი,“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 12 ტურის შემდეგ, მეოთხე ადგილზეა.