„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა და კაპიტანმა, როი კინმა, გაამხილა თუ რომელ გუნდს მიიჩნევს პრემიერლიგაში საუკეთესოდ.
„მანჩესტერ სიტი“ ახლა შესანიშნავია. სხვა გუნდები უნდა დალაგდნენ და გაიგონ რა ხდება. ამჟამად „სიტიზე" უკეთეს გუნდს ვერ ვხედავ", - ციტირებს კინის სიტყვებს Liverpool Echo.
პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტიმ“ 28 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობს, უახლოეს მდევარს 1 ქულით უსწრებს.