პირველად, თავდამსხმელი ჰარი კეინი „ბაიერნის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
30 წლის ფეხბურთელმა ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენ გამოკითხვაში გულშემატკივართა ხმების 48 პროცენტი დააგროვა, მეორე ადგილზე ლეროი სანეა (20 პროცენტი), მესამეზე - სვენ ულრაიხი (11 პროცენტი).
გასულ თვეში კეინმა 5 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.