მაიამის „ინტერის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ „მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას შესახებ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„ის, რაც ხოსეპმა ფეხბურთში გააკეთა, უბრალოდ ფანტასტიკურია. მან ის შეცვალა არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ ევროპაშიც და მთელ მსოფლიოში. ამის გამო მან ფეხბურთსაც კი ზიანი მიაყენა, რადგან ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს მის მიბაძვას, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი გზა და სტილი განავითაროს“, - ციტირებს მესის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ მესი კატალონიურ „ბარსელონაში“ გვარდიოლას ხელმძღვანელობით თამაშობდა.
„ბარსელონაში“ მუშაობის შემდეგ გვარდიოლა სათავეში ჩაუდგა „ბაიერნს,“ შემდეგ კი „მანჩესტერ სიტს,“ მისი ხელმძღვანელობით გასულ სეზონში „ქალაქელებმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.