ფეხბურთი

22:11 | 15.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტივ კლარკი: "ესპანეთთან 1:7 ანომალია იყო, რადგან საქართველო კარგი გუნდია"

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, რთულ თამაშს ელოდება, რადგან საქართველო კონკურენტუნარიანი გუნდია.

„ინგლისისა და საფრანგეთის წინააღმდეგი ამხანაგური მატჩების იდეა იმაში იყო, რომ ჩვენი თავი საუკეთესოების წინააღმდეგ გამოგვეცადა, რათა გვენახა, სადამდე მივედით. ცხადია, სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს. ვეცდებით, თავმდაბლები ვიყოთ და მეტოქეებს პატივს ვცემთ.

გვინდა გამარჯვება მოვიპოვოთ, ვფიქრობ, რომ დარჩენილ ორ თამაშში შეგვიძლია მეტი ქულის მოპოვება. ყოველთვის ვამბობდი, რომ გვინდა ჯგუფური ეტაპი, რაც შეიძლება მეტი ქულით დავასრულოთ და ამისთვის კიდევ ორი თამაში გვაქვს.

საქართველოში შოტლანდია ორჯერ დამარცხდა? წარსული, წარსულია, რაც მოხდა, გავლენას ვერაფერზე მოახდენს. საქართველოში რთული თამაში გვექნება, რადგან ძალიან კარგი გუნდია. ესპანეთთან მათ დიდი ანგარიშით წააგეს, მაგრამ ეს ცოტა ანომალია იყო, ვინაიდან საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში ყველა მატჩში კონკურენტუნარიანი იყო. სწორედ ასეთ კონკურენტუნარიან გუნდს ველოდებით ხვალ საღამოს“, - თქვა კლარკმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, შოტლანდიას უმასპინძლებს (21:00 საათი), ხოლო სამ დღის შემდეგ ვალიადოლიდში, ესპანეთს ესტუმრება (23:45), რითაც საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას დაასრულებს, სადაც ამჟამად 7 ქულა აქვს მოპოვებული.

0.126574