მარსელო გალიარდო „ალ-იტიჰადის“ მწვრთნელი გახდება. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
47 წლის არგენტინელი 2022 წლიდან უმუშევარი იყო და კარიერას არაბეთში განაახლებს. გალიარდო აქამდე „ნასიონალს“ და „რივერ პლეიტს“ წვრთნიდა. სწორედ „რივერში“ ჰქონდა საუკეთესო პერიოდი 2014-2022 წლებში.
„ალ-იტიჰადიდან“ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ცოტა ხნის პორტუგალიელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაითხოვეს.