„სპეციას“, სადაც ივა გელაშვილი თამაშობს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ლუკა დ’ანჯელო.
იტალიურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და მასიმილიანო ალვინი შეცვალეს.
დ’ანჯელო ბოლოს „პიზაში“ მუშაობა, მანამდე კი „რიმინის“, „ალესანდრიას“, „ვირტუსის“ და „კაზერტანას“ თავკაცი იყო. ლიგურიელები სერია B-ში 13 ტურის შემდეგ 10 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე არიან.