საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა და კვიპროსი დაამარცხა.
ჩვენი გუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში იმართება, ვასილ მაისურაძის გუნდმა კი მეტოქეს 2:0 აჯობა. ანგარიში ცოტნე ბერელიძემ პირველ ტაიმში გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს დაჩი ლორთქიფანიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო, მომდევნო ორ მატჩს კი მოლდოვისა (18 ნოემბერი) და ესპანეთის (21 ნოემბერი) წინააღმდეგ ჩაატარებს.
საკვალიფიკაციო ეტაპიდან ელიტ-რაუნდში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი, ასევე ერთი საუკეთესო მესამე ადგილოსანი გავა.