„ნაპოლიში“ დაბრუნების შემდეგ ვალტერ მაძარიმ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაღლილია, რადგან ბოლო დღეები უძინარია...
„რას ვგრძნობ ამ მომენტში? დავიღალე, რამდენიმე დღეა არ მძინებია (იღიმის - რედ). როგორც ყოველთვის, აქ ყველაფერი მშვენიერია. კასტელ ვოლტურნოში მივდივარ, მაგრამ ახლა სხვა ვერაფერს გეტყვით“, - თქვა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ ვალტერ მაძარიმ „ნაპოლიში“ პირველი ვარჯიში დღეს ჩაატარა, მის განკარგულებაში კი 14 ფეხბურთელი იყო, რადგან ფეხბურთელების ნაწილი ეროვნულ ნაკრებებში არიან, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაც.