ფეხბურთი

16:10 | 15.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტივ კინი: "კვარაცხელია ბრწყინვალეა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატშიც ბევრია ასეთი ტექნიკური ფეხბურთელი"

ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელმა სტივ კინმა Daily Mail-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველო-შოტლანდიის მატჩის, საქართველოს ჩემპიონატისა და ქართველი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.

„შოტლანდიას მტრულ გარემოში თამაში მოუწევს, რადგან საქართველო გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. აქ ფეხბურთი ძალიან უყვართ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ნაკრებს ცუდი საკვალიფიკაციო ეტაპი ჰქონდა, წარმოუდგენლად ვნებიანი გულშემატკივრები ჰყავს. როდესაც ეროვნული ნაკრები შინ თამაშობს, ყველა მხარს უჭერს, ისინი შოტლანდიელებს ჰგვანან. ამაყები და პატრიოტები არიან.

საქართველოს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ მეკარეა და დიდ ინტერესს იწვევს, კვარაცხელია „ნაპოლიში“ ბრწყინვალედ თამაშობს და როცა მათ უყურებ, ფიქრობ, რომ საქართველოში უფრო მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი უნდა იყოს და არის კიდეც.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა საქართველოს ჩემპიონატში არ თამაშობს, მაგრამ ყველამ აქ დაიწყო კარიერა. ასე რომ, ბევრი ხარისხიანი მოთამაშეა და არ გამიკვირდება, თუ იტალიურ კლუბებს აქაურ ბაზარზე სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდებათ. უკვე მკითხა რამდენიმე მენეჯერმა ფეხბურთელების შესახებ და მათთან ყოველთვის გულწრფელი ვარ. შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, მაგალითად, 19 წლის ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელიც 21-წლამდე ნაკრებში თამაშობს. ის ტოპ ფეხბურთელია, შესანიშნავი, სწრაფი და აგრესიული მცველი. არა მგონია, შევძლოთ მისი შენარჩუნება, რადგან ყველა იტალიური კლუბი საქართველოში აგრესიულად სკაუტირებს და ის კარგ გუნდში წავა.

ჩვენს მარჯვენა გარემარბს, გიორგი არაბიძეს შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. კვარაცხელია ბრწყინვალეა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატშიც ბევრია ასეთი ტექნიკური მოთამაშე“, - თქვა კინმა.

0.111843