ფეხბურთი

22:03 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "მარტამდე ბოლო შეკრებაა და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ შოტლანდიასა და ესპანეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მნიშვნელოვანია წელი კარგად დაასრულონ, რათა მარტისთვის დადებითი განწყობა შეიქმნან.

"წლის ბოლო შეკრებაა და მნიშვნელოვანია, რომ წელი კარგად დავასრულოთ. ფეხბურთელები მზად არიან და ითავისებენ ამას. ბოლო შეხვედრაა მარტის შეკრებამდე და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველაფერი კარგად იყოს. მარტამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა მნიშვნელოვანია შეკრების კარგი განწყობით დასრულება. გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია. ვთხოვ მაყურებელს, რომ მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენ კი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახლში ყველა ბედნიერი დაბრუნდეს", - თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, შოტლანდიას უმასპინძლებს (21:00 საათი), ხოლო სამ დღის შემდეგ ვალიადოლიდში, ესპანეთს ესტუმრება (23:45), რითაც საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას დაასრულებს, სადაც ამჟამად 7 ქულა აქვს მოპოვებული.

0.119731